გულანი
საცდელი · 1.37.0
დღეს

სამშაბათი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

19 ოქტომბერი ძველი სტილით

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

წინასწარმეტყველი იოელი

კონდაკი

ვითარცა დიდსა წინაისწარმეტყუელსა ღმრთისა მოსვლისასა დღეს შემოკრებულნი ესე შეგასხამთ გალობათა მიერ, რამეთუ განაბრწყინვენ ყოველნი უმეცრებისა ბნელსა შინანი, აღმყვანებელმან მათმან საღმრთოსა სიმაღლისა მიმართ, ვინა გიღაღადებთ შენ, იოელ: გიხაროდენ, ჰოი, ნეტარო, წინაისწარმეტყუელთა სიმტკიცეო.

მეტი
წმიდისა წინასწარმეტყველისა იოილისი · და წმიდისა მოწამისა უვაროსი · ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე რიილელისა

ტროპარი

მოწამემან შენმან, უფალო, უვაროს, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღვთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხუვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

სინანულისა საფუძველი, და ლმობიერებისა სახე, და სულიერისა სისრულისა ხატი არს, ანგელოსებრი ცხოვრება შენი, ნეტარო იოანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა.

კონდაკი

ანგელოსთა ცხოვრებასა მობაძავ იქმენ, ღირსო, და ქუეყანასა ყოველი დაიტევე ქრისტესა შედგომილმან, და მცნებითა მისითა შეიზღუდე, და გამოსჩნდი გოდოლ მტკიცე მტერთა წყობისაგან, ვინაიცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ მამაო იოანე, მნათობო ყოვლად ბრწყინვალეო.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

მსახურებათა ტექსტი ბიბლიოთეკის წიგნებიდანაა, დღის ტროპარითა და საკითხავებით. დრო ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 31 ოქტომბერი

დილით

დღისით