გულანი
საცდელი · 1.37.0
დღეს

ხუთშაბათი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

16 სექტემბერი ძველი სტილით

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

მოწამეთა ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა

კონდაკი

ანგელოზთა მწყობრსა თანა შეერთებულ გყვნა, მოწამენო, უარის ყოფამან ხორცთამან და გონებისა სამთავროსა უბიწოდ დაუმონებელ დაცვამან, რომლისთვის, ყოვლადმხნეო ისააკ, იოსების თანა უძლეველისა, ნუ დასცხრებით ოხად შემსხმელთა თქუენთა.

მეტი
წმიდისა დიდისა მოწამისა ევფემია ყოვლად-დიდებულისა · წმიდათა მოწამეთა ორთა ძმათა

ტროპარი

ტარიგი შენი, იესო, ევფემია ხმობდა ხმითა მაღლითა: შენდა მსურის, სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა-ჯუარს-ვეცმი და თანა-დავეფლვი შენდა ნათლისღებითა და მელმის შენთვის, რათა ვჰსუფევდე შენ თანა, და მოვსწყდები სახელისა შენისათვის, რათა ვიდიდო-ცა შენ თანა, არამედ, ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი. დიდება.

მოწამეთა შენთა, უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღვთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი

ღუაწლი კეთილი მოიღვაწე, და შემდგომად სიკვდილისა შენისა საკვირველებათა მდინარესა მოგვანიჭებ, ყოვლად ქებულო ევფემია, რომელნიცა დაძინებასა შენსა პატივს-ვჰსცემთ, და სარწმუნოებით პატიოსანთა ნაწილთა შენთა შევეხებით, კურნებასა მოვიღებთ სულიერთა სენთასა მადლთა შენთა საკვირველებითა, წმიდაო.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

მსახურებათა ტექსტი ბიბლიოთეკის წიგნებიდანაა, დღის ტროპარითა და საკითხავებით. დრო ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 28 სექტემბერი

დილით

დღისით