გულანი
საცდელი · 1.37.0
დღეს

ხუთშაბათი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

11 ოქტომბერი ძველი სტილით

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

მოციქული ფილიპეს, ერთი შვიდთა დიაკონთაგანის

კონდაკი

ყოვლადსაკვირველი წარმართთა მომნადირებელი და მოწაფეთა ქრისტესთა თანამზრახველი მოციქულთა მიერ პირველ გამორჩეული ფილიპე დღეს სოფელსა კურნებასა მდიდრად მიმადლებს და იხსნის განსაცდელთაგან მაქებელთა თვისთა, ვინაიცა ერთხმით უღაღადებთ: გვაცხოვნენ ყოველნი მეოხებითა შენითა, მოციქულო.

მეტი
წმიდისა მოციქულისა ფილიპესი

ტროპარი

მოციქულო წმიდაო ფილიპე, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

მართლმადიდებლობისა წინამძღვარო, და კეთილმსახურებისა, და კრძალულებისა მოძღვარო, თეოფანე, ყოვლისა სოფლისა მნათობო, და მღუდელმთავართა კანონო ღვთივსულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩუენ ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენნი დააფუძნე, და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალ მოწყალე ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.

კონდაკი

რომელი მამისაგან გამობრწყინდა ძე გამოუთქმელად, ესე იშუა ქალწულისაგანდედისა ორითა ბუნებითა, რომლისა მხილველნი არა უარვჰყოფთ სახისა და ფერისა გამოხატვასა, არამედ ამას მართლმადიდებლობით გამოვსახავთ, და სარწმუნოებით პატივს-ვჰსცემთ, ამისთვისცა ჭეშმარიტი სარწმუნოებაი უპყრიეს ეკკლესიასა და ამბორს-უყოფს ხატსა ქრისტეს განკაცებისასა.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

მსახურებათა ტექსტი ბიბლიოთეკის წიგნებიდანაა, დღის ტროპარითა და საკითხავებით. დრო ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 23 ოქტომბერი

დილით

დღისით