დღის საკითხავები
ტროპარი და კონდაკი
ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი
ტროპარი
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
კონდაკი
დაღაცათუ ნებსით თჳსით დაფლავად შთახედ, უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღჳე და აღდეგ, ვითარცა მძლჱ, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.
წმიდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი: ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II)
კონდაკი
აღმობრწყინდა დღეს მოწამისა საღმრთო ხსენებაი, შემოკრებული სულთა დღესასწაულის მოყუარეთასა, რომელმან სისხლითა მარტვილობისა თვისისდათა შეამკო პორფირი სძლია, ეკლესიისა ცუენისა, და სიმდიდრედ დიდ ძალად ნაწილნი თვისნი წმინდანი მოგვანიჭნა მცველად და მფარველად ერისა მორწუნისა.
მოციქულნი: არისტარქოს, პუდი და ტროფიმე (+დაახლ. 67)
კონდაკი
გამოსჩნდა მოციქულთა პატიოსანი ესე დღესასაწული განმანათლებელად ჩუენდა და ცოდვათა ნისლტა განმდევნელად, და რომელნი ვღაღადებთ: ნათელი გამოსჩნდა და მოვიდა მხსნელი.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებააქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ