დღის საკითხავები
ტროპარი და კონდაკი
წმიდანი ცხრანი ყრმანი კოლაელნი (VI)
ტროპარი
მოწამეთა შენთა, ცხრათა ყრმათა კოლაელთა, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი
ლამპრად ბრწყინვალედ გამოსჩნდეს საღმრთონი მოწამენი და საკვირველებათა ნათლითა სოფელსა განაბრწყინვებენ, და სიბნელესა ვნებათასა დახნიან, და ქრისტესა ღმერთსა მხოლოსა ევედრებიან დაუცხრომელად ჩვენ ყოველთათვის.
წმ. ევგენელი მოწამენი (+395-423)
კონდაკი
მტკიცენო სვეტნო სარწმუნოებისანო, კეთილად მძლენო მოწამენო, რომელთა ქრისტესთვის მრავალფერნი ტანჯვანი დაითმინენით და მრავალ წელ ეგენით ფარულად, და აწ განსცხადნენით, ვითარცა რა მრავალ ფასნი საუნჯენი, და ეკლესიასა ღმრთისასა პატიოსან მკლავთა მიერ მღვდელმთავრისათა ტვირთულნი მიერთვენით, და მვედრებელტა თქუენდა მიანიჭებთ კურნებასა, ქრისტესა ევედრენით ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.
დღის მსახურებები
ყველა მსახურებააქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 6 მარტი
დილით
- შუაღამიანი ყოველდღიური30 წთ
- ცისკარი ყოველდღიური ცისკარი60 წთ
- პირველი ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მესამე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- მეექვსე ჟამი ჟამები15 წთ სრული ტექსტი
- საღმრთო ლიტურგია იოანე ოქროპირის75 წთ
- სადილის ჟამი ჩვეულებრივი20 წთ დღეს არ აღესრულება