გულანი
საცდელი · 1.14.0
დღეს

შაბათი

ლაზარეს შაბათი

18 მარტი ძველი სტილით
დღის ხსენებანი (1)
  • ლაზარეს შაბათი
ამ დღის ყველა ხსენება saint.ge-ზე

ტროპარი და კონდაკი

დიდი მარხვის მე-6 შაბათი, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება

ტროპარი

ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთჳსცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათჳს ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანნა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

კონდაკი

ყოველთა არსთა ცნობისა უფსკრულო მიუწვდომელო, იკითხევდ დღეს საფლავსა ლაზარესსა, მირახვედ და აღადგინე იგი მკვდრეთით, ოთხ0დღე დამარხული და დაყროლებული, ვითარცა ღმერთმან ყოვლადძლიერმან, და შეიწირე იგი ცრემლნი მართას და მარიამისნი.

წმიდა კირილე იერუსალიმელი (+386)

კონდაკი

ღმრთივ-სულიერითა ენითა შენითა ბრძენო, განანათლენ ერნი შენნი, და ერთი პატივი სამებისა, ბუნებით განუყოფელისა, ხოლოი პირებით განყოფილისა, ასწავე, ამის-თჳს მოხარულნი ყოვლად-წმიდასა სახსენებელსა შენსა ვდღესასწაულობთ და ყოველნი ღმრთისა მიმართ შენ მიგავლენთ მეოხად.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 30 მარტი

დილით

დღისით