გულანი
საცდელი · 1.11.4
დღეს

ორშაბათი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

16 აგვისტო ძველი სტილით

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

ჩამოყვანება ედესით კონსტანტინოპოლს ხელთუქმნელისა ხატისა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი (944)

ტროპარი

უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

კონდაკი

გამოუთქმელსა შენსა ღვთაებასა და კაცთა-მომართსა განგებულებასა, გარე შემოუწერელო სიტყვაო მამისაო, ხატსა გამოუწერელსა და ღვთის გამოხატულსა განხორციელებისა შენისასა საძლეველად შეუორგულებელად ვიცნობთ ჩვენ და პატივს ვსცემთ მას და ამბორს უყოფთ.

მეტი
ანჩისხატობა-მამა ანტონობა მარტყოფში

ტროპარი

ლიტანიობითა და გალობითა აქებდით და ადიდებდით ყოველი სული და ყოველი დაბადებული სოფლისა მხსნელსა და მფარველსა საშინელსა ანჩისხატსა, რომელსა უღაღადებენ ერნი კლარჯეთისანი: იერაპოლისით მოვიდა ხატი ესე საშინელი და ჩუენ, მოსავთა მისთა მოგვანიჭებს ცოდვატა შენდობას და დიდსა წყალობასა.

კონდაკი

ტილოსა ზედა დაჰბეჭდა დამბადებელმან, პირმშომან ხატმან მამისამან, სახე თვისი ღმრთული ბეჭედად შეუძვრელად, რაითა მართლმადიდებელნი ყოველნი ვდგეთ მიუდრეკელად უმართლესსა სარწმუნოებასა ზედა უკუნისამდე.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 28 აგვისტო

დილით

დღისით