გულანი
საცდელი · 1.11.4
დღეს

ორშაბათი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

14 ივნისი ძველი სტილით

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

წინასწარმეტყველი ელისე (IX ს. ქრისტეს შობამდე)

ტროპარი

ხორცითა ანგელოზმან და წინასწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსვლისა მეორემან წინამორბედმან, ილია ყოვლადდიდებულმან ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა განწმედად, და პატივისმცემელთა მისდთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა.

კონდაკი

წინასწარმეტყუელ ღმრთისა გამოსჩნდი და მოიღე მრჩობლი მადლი ჭეშმარიტად ღირსებით, ელისე ნეტარო, რამეთუ იქმენ შენ თანა მკვიდრ ილიასა, მისთანავე ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მეტი
წმიდა მეთოდე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+847)

კონდაკი

ქუეყანასა ზედა იღუაწე, ვითარცა უხორცომან, და დაიმკვიდრე ზეცისა იგი დიდებაი, მეთოდი, რამეთუ დაამკვიდრე კიდეთა შორის ქუეყნისათა თაყუანისცემა ხატითა, ხოლო შრომათა და სალმობათა შინა შენთა ეგენ და არა დააცხრვე კადნიერებით მხილებაი ხატისა ქრისტესისა უარისმყოფელთა.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 26 ივნისი

დილით

დღისით