გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

კვირა

ქრისტეს აღდგომის ხსენება

საკვირაო მსახურება 2 მაისი ძველი სტილით
მარხვა არ არის ზატიკი · მე-22 დღე 50-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

აღდგომიდან მე-4, განრღვეულის კვირა

ტროპარი

იხარებდინ ცანი და იშუებდინ ქუეყანა, რამეთუ ჰყო სიმტკიცე მკლავთა თვისითა უფალმან, დასრთგუნა სიკუდილითა სიკუდილი და პირმშო ექმნა შესვენებულთა, მუცლისაგან ჯოჯოხეთისა მიხსნა ჩუენ, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.

კონდაკი

სული ჩემი, მეუფეო, ყოველთა ცოდვათა მიერ და უჯეროტა ვნებათაგან განრღვეული აღადგინე საღმრთოთა შუამდგომელობითა შენითა, ვითარცა ოდემე განრღვეული იგი, რაითა მეც ღაღად-ვყო ცხოვნებულმან: ქრისტე მრავალწმოყალე, დიდებაი სიმტკიცესა შენსა.

წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373)

ტროპარი

სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლსიისა, მღვდელმთავარო ათანასე, რამეთუ თანაარსად მამისა ქადაგებითა ძისათა სირცხვილეულ-ჰყავ არიოზ, ღირსო მამო; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

მართლმადიდებლობისა მოძღურებანი რა დანერგენ, ბოროტად მადიდებლობისა ეკლანი აღმოსჭრენ და აღაორძინე თესლი სარწმუნოებისა წვიმითა სულისა წმინდისათა, ღირსო; ამისთვის გიგალობთ შენ, ათანასე.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 14 მაისი

დილით

დღისით