გულანი
საცდელი · 1.37.0
დღეს

შაბათი

საეკლესიო წლის რიგითი დღე

24 იანვარი ძველი სტილით

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

ნეტარი ქსენია პეტერბურგელი

ტროპარი

ქრისტესმიერისა უპოვარებისა შემყუარებელი აწ უკუდავითა ტრაპეზითა დასტკბები, რომელმან უგუნურებისა ზმნობითა ამხილე უგუნურებაი სოფლისა, სიმდაბლითა ჯუარისათა ძალი ღმრთისა შეიწყნარე; ამისთვისცა ნიჭი სასწაულმოქმედი შემწევნელობისა მოიხვეჭე, ნეტარო ქსენია, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა სინანულისა ძლით გვიხსნას ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა.

მეტი
ღირსისა დედისა ჩუენისა ქსენისი

ტროპარი

შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოსთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო ქსენი.

კონდაკი

უცხოისა მაგის შენისა ხსენებისა აღმასრულებელნი, ჰოი ქსენი, სურვილით პატივსგცემთ შენ, და უგალობთ ქრისტესა, რომელმან მოგანიჭა შენ მადლი ეგე კურნებათა ყოველთა ზედა, მას ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

მსახურებათა ტექსტი ბიბლიოთეკის წიგნებიდანაა, დღის ტროპარითა და საკითხავებით. დრო ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 5 თებერვალი

დილით

დღისით