გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

კვირა

სულთმოფენობა

დიდი დღესასწაული 29 მაისი ძველი სტილით
მარხვა არ არის ზატიკი · მე-50 დღე 50-დან
დღის ხსენებანი (1)
  • სულთმოფენობა
ამ დღის ყველა ხსენება saint.ge-ზე

ტროპარი და კონდაკი

სულთმოფენობა - აღდგომიდან 50-ე დღე

ტროპარი

კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყუარე, დიდება შენდა.

კონდაკი

რაჟამს იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლოაწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთბამად მოიყუანნა იგინი, ამისთჳსცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა.

წმიდა ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი (307-308)

კონდაკი

შრომითა მით შენითა უშრომელსა ცხოვრებასა მიენთხვიე, ხოლო სისხლითა შენითა სკორის მოსახლე იგი და შეგინებული მტერი ქრისტეს ეკლესიისა მოაშთვე, მოწამეო ყოვლადსანატრელო თეოდოსია, და ზეცისა განწყობილთა თანა იხარებ, მფარველი პატივისმცემელთა ხსენებისა შენისათა.

მეტი
ხსენება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც იყო ნიკეას (325)

ტროპარი

უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალმოწყალეო ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა.

კონდაკი

მოციქულთა ქადაგებაი და მღვდელმთავართა მოძღურებაი სწორად ბეჭედად სარწმუნოებისა და კვართად საღმრთოთ ღმრთისმსახურებისა ქრისტეს ეკლესიასა ბრწყინვალედ მოსიეს და მართლმადიდებლობით ადიდებს დიდსა და უბიწოსა ღმრთისმსახურებისა საიდუმლოსა.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 10 ივნისი

დილით

დღისით