გულანი
საცდელი · 1.17.0
დღეს

ოთხშაბათი

ზატიკი

6 მაისი ძველი სტილით
მკაცრი მარხვა ზატიკი · მე-39 დღე 50-დან

saint.ge-დან იტვირთება…

ტროპარი და კონდაკი

აღდგომიდა მე-6 შვიდეულის ოთხშაბათი, აღდგომის წარგზავნა

ტროპარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

კონდაკი

დაღაცათუ ნებსით თჳსით დაფლავად შთახედ, უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღჳე და აღდეგ, ვითარცა მძლჱ, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

წმიდა მართალი იობ მრავალვნებული (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე)

ტროპარი

სიმდიდრესა რა სათოებათასა იობისა ხედვიდა იგი მართალი მტერი, წარპარვასა მისსა განიზრახვიდა და ამისთვის განარღვევდა გოდოლს მას გვამისა მისის, გარნა საუნჯესა მას უბიწოსა გვამისა მისისასა ვერ შეუძლებდა წარპარვად, რამეთუ პოვებდა მას შეჭურველად, ხოლო მე უბადრუკი ესე შიშველ და ტყვე-მყო; ამისთვის ისწრაფე, მაცხოვარ, პირველ აღასასრულისა სხნად ჩემდა მზაკვრისა მისგან და მაცხოვნე მე.

კონდაკი

ვითარცა ჭეშმარიტად მშვიდი და ღმრთისა თანამზრახველი, წმინდა ქმნილად გამოსჩნდი შენ დიდებულო იობ, მონაო მართლაო, და განანათლე სოფელი მოთმინებითა შენითა, ჭირთა თავსდებითა და მოქალაქობითა ყოველნი ვაქებთ აღმასრულებელნი სახსენებლსა შენსა.

მეტი

დღის მსახურებები

ყველა მსახურება

აქ მსახურებათა უმეტესობა მოკლე ნიმუშია, დრო კი ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ

წინა საღამოს · 18 მაისი

დილით

დღისით