დღის საკითხავები
ტროპარი და კონდაკი
მიცვალება ღირსისა სერგისა, რადონეჟელი იღუმენისა, საკვირველმოქმედისა
ტროპარი
რომელი იყავ სათნოებათა მოღუაწე, ვითარცა ჭეშმარიტი მხედარი ქრისტეს ღმრთისა, ვნებათა ზედა ძლიერად იღუწიდი ჟამიერსა ცხორებასა შინა, გალობისა, მღვიძარებისა და მარხვისა სახე ექმენ შენთა მოწაფეთა; ამისთვისცა დაიმკვიდრა შენ შორის წმიდამან სულმან, რომლისა მოქმედებითა ბრწყინვალედ შემკულ ხარ, არამედ, ვითარცა გაქუს კადნიერება წინაშე წმიდისა სამებისა, მოიხსენე სამწყსო, რომელ შეკრიბე, ბრძენო, და ნუ დაივიწყებ, რამეთუ აღთქმულ ჰყავ შენ გარდამოხილვა შვილთა ზედა შენთა, წმიდაო სერგი, ღირსო მამაო ჩუენო.
დიდ მწუხრსა ზედა
ტროპარი
სათნოებითა იღუაწე, ვითარცა ქრისტჱს მჴედარმან კეთილადმძლემან და შეურაცხ-ყავ ყოველივე ამაოებაჲ სოფლისაჲ, არამედ ლოცვითა და მღჳძარებითა სახე ექმენ მოწაფეთა შენთა, და გამოსჩნდი კანონად მონაზონთა და ბრწყინვალე მნათობად ყოვლისა სოფლისა, აწ გევედრებით, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, შეუძრველად დაიცევ ყოველი მართლმადიდებელი ერი, ღირსო მამაო სერგი, მოხარული ჴსენებასა შენსა განათლებულსა.
უდაბნოსა მოქალაქედ და ჴორცითა ანგელოზად და სასწაულთმოქმედად გამოსჩნდი, ღირსო და საკჳრველთმოქმედო მამაო სერგი, მარხვისა, მღჳძარებსა და ლოცვისა მადლი ზეცით მიიღე და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოილტჳან, დიდებაჲ, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაჲ, რომელმან გჳრგჳნოსან გყო შენ, დიდებაჲ, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.
კონდაკი
ქრისტჱს სიყუარულითა მოწყლული მოსწრაფედ შეუდეგ კუალსა მისსა სურვილით, ღირსო, და ყოვლითურთ სრულიად მოიძულენ საწუთროჲსა გემოვნებანი, და ვითარცა მზჱ გამოუბრწყინდი ქუეყანასა შენსა, ამისთჳსცა შეგამკო ნათლითა სასწაულთაჲთა და მადლთა საღმრთოთა ბრწყინვალებითა ქრისტემან ღმერთმან, აწ მოგჳჴსენენ პატივისმცემელნი ნათელშემოსილისა ჴსენებისა შენისანი, რომელნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, ღმრთივგანბრძნობილო მამაო სერგი!
დღის მსახურებები
ყველა მსახურებამსახურებათა ტექსტი ბიბლიოთეკის წიგნებიდანაა, დღის ტროპარითა და საკითხავებით. დრო ჩვეულებრივია: თქვენს ტაძარში შეიძლება სხვა იყოს. ტექსტების შესახებ
წინა საღამოს · 7 ოქტომბერი
- ღამისთევა საკვირაო120 წთ დღეს არ აღესრულება სრული ტექსტი
- მწუხრი ყოველდღიური მწუხრი35 წთ სრული ტექსტი
- სერობა მცირე სერობა20 წთ სრული ტექსტი
დილით
- შუაღამიანი კვირის30 წთ სრული ტექსტი
- ცისკარი სადღესასწაულო60 წთ სრული ტექსტი
- პირველი ჟამი ჟამები15 წთ ტექსტები ემატება
- მესამე ჟამი ჟამები15 წთ ტექსტები ემატება
- მეექვსე ჟამი ჟამები15 წთ ტექსტები ემატება
- საღმრთო ლიტურგია იოანე ოქროპირის75 წთ სრული ტექსტი
- სადილის ჟამი ჩვეულებრივი20 წთ დღეს არ აღესრულება ტექსტები ემატება